Connect with us

რაგბი

🏉რაგბის 2023 წლის მსოფლიო თასზე ევროპიდან პირდაპირ ისევვ 2 გუნდი გავა!

World RUGBY- მ 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის ჩატარების გარფიკი გამოაყვეყნა. მომდევნო მსოფლიოს თასზე “რაგბი ევროპიდან” მსოფლიო თასის საგზურს პირდაპირ ორი ეროვნული ნაკრები 2021/2022 წლების შეჯამებული შედეგების მიხედვით მიიღებს. ეს წესი ოთხი წლის წინ შეიცვალა და მსოფლიოს თასზე პირდაპირი წესით ერთი გუნდი გადიოდა. რაგბი ევროპის მესამე ნაკრები კი საკვალიფიკაციო ეტაპში, რეპეშაჟში ჩაერთვება.
ცნობილია ის 12 ნაკრები რომელებიც 2023 წლის პირდაპირ მოხვდნენ წინა მსოფლიოს თასზე იაპონიაში ნაჩვენები შედეგების მიხედვით. ესენია: სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, ახალი ზელანდია, უელსი, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრალია, ირლანდია, არგენტინა, ფიჯი, შოტლანდია იტალია.
დარჩა კიდევ 8 ადგილი: ორი ევროპას ერგება. ორ საგზურს ამერიკა მიიღებს, მესამე კი რეპეშაჟში ჩაერთვება. თითო ადგილი ექნება აფრიკისა და ოკეანეთის გამარჯვებულებს. ოკეანეთის გამარჯვებული 2021 წელს, ტონგასა და სამოას შორის ორ შეხვედრაში გამოვლინდება. ამ წყვილში დამარცხებული გუნდი შინ და გარეთ აზიის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებულს შეხვდება, დამარცხებული კი რეპეშაჟში გადაინაცვლებს.
კიდევ ერთი მონაწილე კი 2022 წლის ნოემბერში გამოვლინდება და მასში 4 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: ევროპისა და ამერიკის მესამე გუნდები, აფრიკის მეორე და აზია/ოკეანეთის წყვილში დამარცხებული ნაკრებები ითამაშებენ.
2023 წლის მსოფლიო თასის წილისყრა წელს ნოემბერში გაიმართება

 

წყარო : სპორტ პანორამა

https://www.facebook.com/sportpano/

Total Page Visits: 923 - Today Page Visits: 2
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები