Connect with us

სხვა

🏑🇬🇪ქუთაისის”უქიმერიონის” მეტოქეები ევროჩელენჯზე ცნობილია!

ჩატარდა ინდორჰოკეიში ევროჩელენჯის წილისყრა, რომელშიც წინა წლის მსაგავსად იასპარეზებს ქუთაისის ქალთა გუნდი “უქიმერიონი”. ტურნირი 19-21 თებერვალს ხორვატიის ქალაქ ზელინაში გაიამართება.
🔸მასში მონაწილობას მიიღებს 8 გუნდი, რომლებიც 2 ჯგუფად იქნებიან განაწილებული, ჯგუფის პირველი 2 ადგილის მფოლბელი ბრძოლას ჩემპიონობისთვის გააგრძელებს, ხოლო ბოლო 2 კი ზონაში ადგილის შენარჩუნებისათვის. წინა სეზონში დებულების დარღვევისათვის დისკვალიფიცირებული იქნა ბულგარეთის გუნდი, რის გამოც პორტუგალიას შეუნარჩუნდა ადგილი. ერთი საფეხურით აღზევდა შოტლანდიის “დანდი”, რომელიც ჩემპიონი გახდა და მეორეადგილოსანი ირლანდიის “რაილვაი” აქ პირველად იასპარეზებს ფრანგული “ლამბერსარტი”.
🔸 იმედია ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან ამჯერად მაინც იქნება სრულად დაფინასებული (წელს მხოლოდ გზის ხარჯით დააფინანსეს) გუნდის ხორვატიაში გამგზავრება, სასტუმრო და კვება.
▪️ქვეჯუფები კი ასე გამოიყურება:
🔻“ა” ჯგუფი
🔹1.ლამბერსარტი (საფრანგეთი🇫🇷)
🔹2.უქიმერიონი (საქართველო🇬🇪)
🔹3. პორტილიო (შვედეთი🇸🇪)
🔹4. ვისო (პორტუგალია🇵🇹)
🔻“ბ” ჯგუფი
🔹1. ზელინა (ხორვატია🇭🇷)
🔹2. სუონსი (უელსი🏴󠁧󠁢󠁷󠁬󠁳󠁿)
🔹3. რაჩა (სლოვაკეთი🇸🇮)
🔹4. კოპენჰაგენი (დანია🇩🇰)
▪️აქვე შეგახსენებთ, რომ წელს “უქიმერიონმ” პორტუგალიაში გამართულ ევროჩელენჯზე მეოთხე ადგილი დაიკავა და რომ არა არაობიქტური მსაჯობა პრიზიორობაც არ იყო შორის.
🔻“უქიმერიონის” ქალთა გუნდის შემადგენლობა პორტუგალიის ევროჩელენჯზე ინდორჰოკეიში:
🔸გუნდის მენეჯერი: მიშელ დელანგი (ნიდერლანდები)
🔸მთავარი მწვრთბელი: ავთანდილ თევდორაძე
🔹მეკარეები;კატია პოკიდკო (უკრაინა🇺🇦) თამთა რუსია
🔹 გუნდის კაპიტანი: კატერინა პოკიდკო (უკრაინა).
🔹დაცვის ხაზი; ბელა რუხაძე, ვალერია ტიშენკო (უკრინა🇺🇦– 1 გოლი) ,კატერინა პოპოვა (უკრაინა🇺🇦), ბელა ბასილაძე (მოთამაშე მწვრთნელი), პალინა ვოლოხოვა (უკრაინა🇺🇦– 3 გოლი).
🔹წინა ხაზი: მარიამ მსხილაძე, ლეილა იოზტურქი (თურქეთი🇹🇷 – 3 გოლი), ილონა რეჰინა (უკრაინა🇺🇦– 8 გოლი), თამარ სუპატაშვილი და თეონა კუპრაძე.
🔻ჩატარებული მატჩების შედეგები და გოლის ავტორები
🔸🇬🇪უქიმერიონი – ვისო (პორტუგალია🇵🇹)– 6:0
▪️ილონა რეჰინა –5, პალინა ვოლოხოვა
🔸🇬🇪უქიმერიონი– რაილვაი (ირლანდია🇮🇪) – 2:2
▪️ილონა რეჰინა, ლეილა ოზტურქი
🔸🇬🇪უქიმერიონი – პორტილიო (შვედეთი🇸🇪) – 4:3
▪️პალინა ვოლოხოვა, ილონა რეჰინა, ვალერია ტიშენკო, ლეილა ოზტურქი
🔸🇬🇪უქიმერიონი – დანდი (შოტლანდია🏴󠁧󠁢󠁳󠁣󠁴󠁿) – 2:8
▪️პალონა ვოლოხოვა, ილონა რეჰინა
🔸🇬🇪უქიმერიონი – სუონსი (უელსი🏴󠁧󠁢󠁷󠁬󠁳󠁿) – 1:4
▪️ლეილა ოზტურქი
🔻სატურნირო მდგომარეობა ფინალური ოთხეული:
▪️1. 🏴󠁧󠁢󠁳󠁣󠁴󠁿დანდი – 15 ქულა
▪️2.🇮🇪 რაილვაი – 8 ქულა
▪️3.🏴󠁧󠁢󠁷󠁬󠁳󠁿სუონსი – 7 ქულა
▪️4. 🇬🇪უქიმერიონი – 4 ქულა

წყარო: სპორტ პანორამა

Total Page Visits: 671 - Today Page Visits: 8
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები