Connect with us

ფეხბურთი

👍🇬🇪⚽️ლევან შენგელია 11 წუთში მატჩის გმირი გახდა!

🔵გუშინ თურქეთის სუპერლიგის XXXIII ტურში „ქონიასფორი“ „ტრაბზონსფორს“ ესტუმრა და 1:3 დან დრამატულ ბრძოლაში 4:3 სძლია.
🔵ამ გმირობის მთავარი შემოქმედი კი ქართველი ლევან შენგელია გახლდათ, რომელიც მატჩში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო 39–ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად. „ტრაბზონსფორს“, რომელიც წელს ჩემპიონობისათვის იბრძოდა და ფინიშზე ბევრი დაუგეგმავი ქულები დაკარგა მატჩი გამარჯვებამდე მშვიდად მიჰყავდა – 81-ე წუთზე მასპინძლები 3:1-ს იგებდნენ.
🔵აი სწორედ აქედან იწყება ლევან შენგელიას 11-წუთიანი ბენეფისი. ქართველმა ჯერ იყო და, ულამაზესად შესრულებული საჯარიმო დარტყმით სხვაობა შეამცირა 7 წუთში კი პენალტი მოიპოვა, რომლიც მისმა თანაგუნდელმა სკუბიჩმა ზუსტად შეასრულა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე საგოლე ულამაზესი საგოლე პასიც შეასრულა და ტურამს ისღა დარჩენოდა გამარჯვების გოლი გაეტანა.
🔵ლევანი მატჩის გმირად იქცა 11 წუთში ულამაზესი გოლი, გამომუშავებული პენალტი და გადამწყვეტი საგოლე პასი. შედეგად, „ქონიასფორმა“ 36 ქულით თურქეთის სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა. თავის მხრივ „ტრაბზონსფორმა“ ჩემპიონობა ვერ შესძლო და თურქეთის 2019-2020 წლების სეზონი სტამბოლის „ბაშაკშეჰირმა“ მოიგო
🔵ლევან შენგელიამ „ქონიასფორის“ რიგებში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 თამაშში 2 გოლის გატანა მოახერხა.

Total Page Visits: - Today Page Visits:
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები