Connect with us

ფეხბურთი

👍31 ივლისიდან ეროვნულ ლიგაში გულშემატკივარი სტადიონზე ბრუნდება!

⚫️სტადიონზე დაკავებული ადგილების რაოდენობა საერთო ტევადობის 33%-ს არ უნდა აღემატებოდეს!
🔵​​​​​​კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურიდან მაყურებელი სტადიონზე დაიშვება. გულშემატკივარს სტადიონზე შესვლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით მოხდება, რომელიც 30 ივლისს დამტკიცდა.
🔵სამინისტროს მიერ გამოცემული რეკომენდაციების მიხედვით, სტადიონზე წინასწარ უნდა განისაზღვროს სტუმართა განთავსების ადგილები, ყოველი დაკავებული ადგილის შემდეგ იყოს ორი თავისუფალი ადგილი, იმგვარად, რომ ღონისძიებაზე დამსწრე პირთა მიერ დაკავებული ადგილების რაოდენობა არ აღემატებოდეს ადგილების საერთო რაოდენობის 33%-ს. ამას გარდა, აუცილებელია თერმოსკრინინგის ჩატარება და სტადიონის ტერიტორიის სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყოფა.
🔵სპორტულ ღონისძიებებზე სტადიონზე მაყურებლის დაშვების ინიციატივით საქართველოს მთავრობას სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიმართა და გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 21 ივლისს გამართულ სხდომაზე მიიღო.

Total Page Visits: 31 - Today Page Visits: 2
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სარეკლამო ადგილი


Facebook

ჩვენი პარტნიორები