Connect with us

ფეხბურთი

😢👇ქუთაისის “მართვე” ქალთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ყველა მატჩს ნინი გურგენიძის ხსოვნას მიუძღვნის!

ქუთაისის ” მართვე” დღეს ქალთა ლიგის სასტრატო ტურში ახალციხეში “ზარზმას” წინააღმდეგ ითმაშებს, როგორც იცით წინა წელს პირველი შემთხვევა იყო როცა ქალთა ლიგის 2–გზის გამარჯვებული ქუთაისელი გოგონები საპრიზო ადგილის გარეშე დარჩნენ და მხოლოდ მეოთხე საფეხურზე გავიდნენ. წელს გუნდის მთავარ მწვრთნელს პაატა დოგრაშვილს სერიოზული მიზნები ჰქონდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამოს ვერ მოახერხა ჩამოსვლა სომხეთიდან 5 ლეგიონერმა, რაც დაგვეთანხმებით სერიოზული დანაკლისი იქნება იმერული გუნდისათვის, თუმცა “მართვე” ნებისმიერი შემადგენლობით მოწინავე პოზიციებისათვის იბრძოლებს.
🟠გუნდის წევრების განცხადებით ისინი წლევანდელი ჩემპიონატის ყველა შეხვედრას ა.წ. გარდაცვილი 20 წლის თანაგუნდელის ნინი გურგენიძის ხსოვნას მიუძღვნიან. 14 ნომრიანი მაისური, რომლითაც ნინი თამაშობდა ამოღებული იქნა ხმარებიდან და “მართვეში” ამ ნომრით ვეღარავინ ითამაშებს.
🟠“მართვეს” შემადგენლობა წელს ასეთი იქნება
🟢მეკარე: 1. ვარდო ცაგურია
🟢მცველები: 2. მარიამ ჟორჟოლიანი, 6. ანა ჯანელიძე, 7. მარიამ შონია, 8. თეონა სტურუა, 10. ქეთევან ცაავა, 21. ნათია შალიკიანი, 22. მადონა შალამბერიძე
🟢ნახევარმცველები: 3. მარიამ ხარგელია, 5. ნატა სამხარაძე, 16. ეკატერინე ჩირგაძე, 18. ლიზი კანდელაკიშვილი, 25. ნუცა ცარციძე
🟢თავდამსხმელები: 4. ლაურა ლებერი (აშშ), 11. ლიკა ქობალია, 13. თამთა შენგელია (კაპ), 15. ლანა გორგაძე, 17. ანა სინატაშვილი

Total Page Visits: 501 - Today Page Visits: 1
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები