Connect with us

ფეხბურთი

ლევან ხარაბაძე მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა

საქართველოს ნაკრების 20 წლის მცველი ლევან ხარაბაძე მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. მან წელიწადნახევარი იჯარის წესით შვეიცარიის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბ ციურიხში გაატარა, სადაც 28 მატჩში ითამაშა და 1 გოლის გატანაც მოახერხა.

ლევან ხარაბაძე დინამოს აკადემიის აღზრდილია. სანაკრებო დებიუტი კი გასულ წელს ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა, ასევე გიბრალტართან და სმ. კორეასთან ამხანაგურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა. ხარაბაძემ შემოდგომაზე ტრავმა მიიღო და მატჩების გამოტოვება მოუწია. იგი გუნდს უკვე შეუერთდა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს ვარჯიშს.

წყარო: დინამო თბილისის ფეისბუქ გვერდი.

Total Page Visits: - Today Page Visits:
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები