Connect with us

ფეხბურთი

17-წლამდელებმა ევროშესარჩევი დაიწყეს

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროშესარჩევი ჯგუფის პირველი მატჩი ჩაატარა. პორტუგალიაში მიმდინარე ტურნირზე გიორგი ჩიტაურის გუნდის პირველი მეტოქე უკრაინა იყო.
პირველმა ტაიმმა საქართველოს ნაკრების უპირატესობით ჩაიარა, თუმცა გოლის გასატანად ეს საკმარისი არ გამოდგა – 0:0.

შესვენების შემდეგ უკრაინელები 51-ე წუთზე ვოლოშინის გოლით დაწინაურდნენ. 76-ე წუთზე კი ვოლოშინმა საგოლე პასით ოჩერეტკოს გაატანინა და 0:2.

ასათიანი, ზოსიაშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, გაგნიძე, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გ. მამაგეიშვილი, აბუაშვილი, თუთაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: თურაზაშვილი, სიჭინავა.

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 16 ნოემბერს ჩაატარებს პორტუგალიასთან, რომელმაც დღეს 4:0 დაამარცხა ალბანეთი.

წყარო.gff.ge

Total Page Visits: - Today Page Visits:
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები