Connect with us

ფეხბურთი

გენტის თავკაცი:”ვიმედოვნებთ აღდგენის პროცესს ბოლომდე მივიყვანთ!”

გენტის თავკაცმა ვანჰაზერბრუკმა ბელგიურ გამოცემა voetbalprimeur.be-თან ინტერვიუში ქართველი შემტევის შესახებ ისაუბრა და მის შესაძლო დაბრუნების გეგმებზე ტრამვის მოშუშების შემდგომ.

(გენტის მწვრთნელი): “გიორგი ჩაკვეტაძე შედარებით  ბელგიაში ნაკლები ტკივილით დაბრუნდა, მაგრამ დისკომფორტს და უსიამოვნო შეგრძნებებს მაინც უჩივის. ჩვენ ვცდილობთ, რამე მოვუხერხოთ მის ტრავმას. ახლა ცოტა ხნით დაისვენებს და შემდეგ ისევ დაიწყებს ვარჯიშს. ვიმედოვნებთ, რომ მის აღდგენის პროცესს ბოლომდე მივიყვანთ, რომ ასი პროცენტით მზად იყოს თამაშისთვის.

გიორგის ტრავმასთან დაკავშირებით მედიკოსები ყველა სახის გამოსავალს ცდიან, მაგრამ დაზიანება ცოტა უცნაურია, მაგრამ არა სერიოზული. ტკივილი პერმანენტულად გრძელდება, ახლა ისინი ცდილობენ, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრან. ანატომიურად რომ ავიღოთ, ჩაკვეტაძე მზად არის თამაშისთვის, მაგრამ დისკომფორტის შეგრძნება რჩება. კარგია, რომ ოპერაცია საჭირო არ არის. თითქოს, ტრავმა დიდი ხნის წინათ უნდა მორჩენილიყო, მაგრამ რაღაც უცნაური ხდება”.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი გიორგი ორშაბათიდან დაიწყებს მცირე დატვირთვებით ვარჯიშს და ჩვენი მხრიდან დავამატებთ რომ დიდი იმედი გვაქვს რომ აღდგენის პროცესი წარმატებული იქნება და მალე დაგვიბრუნდება გიორგი უფრო ძლიერი .

Total Page Visits: 424 - Today Page Visits: 1
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები