Connect with us

ფეხბურთი

BATUS_”გვაქვს ნება, რომ ვთქვათ ახალი სიტყვა და დავწეროთ ახალი ისტორია”.

მზიან ბათუმში საფეხბურთო ბუმი რომ არის პანდემიამდე ბთუმის ანგისას სტადიონსაც ეტყობოდა, ხალხი ტრიბუნებს სრულიად ავსებდა და ვინც ვერ ეტეოდა სტადიონის გარედან ცდილობდნენ მატჩის ყურებას.  ბათუმური გუნდის წარმატებამ, მის ქვეყნის ელიტაში დაბრუნებამ და ასევე ამბიციურ კლუბად ჩამოყალიბებამ განაპირობა ის რომ მრავალ ბავშვს გაუჩნდა სურვილი ფეხბურთის თამაშისა რამაც თავის მხრივ ახალი საფეხბურთო სკოლების არსებობის საჭიროება გააჩნია რათა ის რესურსი რაც ბათუმში და მის შემოგარენში არსებობს სრულიად იქნას ათვისებული.

სწორედ ასეთი ახლად დაფუძნებული საფეხბურთო სკოლაა “ბათუსი” რომელიც ქალაქ ბათუმში სულ რამდენიმე ხნის წინ დაარსდა და უკვე სხვადასხვა ასაკის ფეხბურთზე შეყვარებული ბავშვები ვარჯიშობენ.

GLOBALSPORT_ი დაუკავშირდა სკოლას  და მის წარმომადგენელს გაესაუბრა მათთან მიმდინარე მოვლენესა და მომავლის გეგმებზე .

გაგვეცანით და გვიამბეთ რამ გადაგაწყვეტინათ საფეხბურთო სისტემაში ?

ფეხბურთის სიყვარულს ბავშვობიდან ვეზიარეთ და სწორედ ეს დამოკიდებულება გახდა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მამოტივირებელი ძალა. ბაზრის შესწავლის შემდეგ, ნათლად დავინახეთ მთელი რიგი პრობლემებისა, რომელიც აფერხებს ჯანსაღი საფეხბურთო კულტურის ჩამოყალიბებას, შედეგად, კი ვერ ხერხდება ნიჭიერი ახალგარზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა და შემდგომში მათი სწორად განვითარება. აღნიშნული პრობლემები ვაქციეთ გამოწვევებად და მიზნად დავისახეთ ახალი საფეხბურთო რეალობის შექმნა, რომელიც ორიენტირებული და მორგებულია თითოეულ ჩვენს მოსწავლეზე.

რამდენი ბავშვი ვარჯიშობს თქვენს აკადემიაში და რა ასაკის გუნდები გყავთ?

მიუხედავად პანდემისა და რთული სოციალურ-ეკონომიკური ფონისა, გახსნიდან სულ რაღაც ერთ თვეში მივიღეთ 50 მოსწავლეზე მეტი. ამ კუთხით, ბათუმს დიდი განვითარების პოტენციალი აქვს და სწორედ ამ განვითარების შესაძლებლობას იძლევა საფეხბურთო სკოლა „ბათუსი“. რაც შეეხება ასაკობრივ გუნდებს, დავიწყეთ ყველაზე პატარა ასაკობრივი ზღვარით 4-11 წელი, ვინაიდან ჩვენი ხედვით, დიდი წარმატებისთვის, სწორი დასაწყისი, აუცილებელი პირობაა.

 რამდენი მწვრთნელი მუშაობს თქვენთან ამჟამად და მათ კვალიფიკაციაზეც რომ გვითხრათ ორიოდე სიტყვა?

ამჟამად ბათუსის სამწვრთნელო პროცესში ჩართულია 5 მწვრთნელი, 2 ლიცენზირებული და სამი ასისტენტი, რომლების ლიცენზირება დაგეგმილია უახლოეს მომავალში.

აპირებთ თუ არა სპონსორების მოძიებას რათა შემდგომ სრულფასოვანი საფეხბურთო კლუბი შეიქმნას?

სპონსორების მოძიება განვითარების აუცილებელი პირობაა. ამ მოკლე პერიოდში, ჩვენით უკვე დაინტერესდა და მხარი დაგვიჭირა საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია „გოლდ ვეი გრუპ“-მა და „ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციამ“, რისთვისაც მათ დიდ მადლობას უხდით. რაც შეეხება კლუბის შექმნას, დიახ, ბათუსის ერთ-ერთი მთავარი მიზანი პროფესიონალი გუნდის ჩამოყალიბებაა, რომელიც სამომავლოდ მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჩემპიონატში.

სახელის იდეა საიდან მოდის?

ვინაიდან ორიენტირი ავიღეთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე, გვსურდა სახელში ჩაგვედო ისტორია, ემოცია და ის სიყვარული რაც გვაერთიანებს ამ სპორტის გარშემო. „ბათუსი“ – ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ღრმას, სწორედ აქედან მოდის ქალაქის სახელწოდება „ბათუმი“ და პირველად ის მოხსენიებული აქვს რომაელ მწერალ ილინიას (23-79), რომელიც კოლხეთის მდინარეების ჩამოთვლისას ასახელებს მდინარე — „Batus“.

რა ჯდება თქვენთან ბავშვის სავარჯიშოდ მოყვანა?

სხვადასხვა ასაკობრივ ზღვარში ფასები განსხვავდება, კერძოდ : 4-6 წლამდე ბავშვებისთვის ერთ თვიანი გადასახადი შეადგენს 60 ლარს 7 -11 წლამდე მოზარდებს , თვიური გადასახადი შეადგენს 80 ლარს 7. დღეს ბათუმში ერთგვარი საფეხბურთო ბუმია, და ალბათ პირდაპირ აისახება ეს ბავშვების ფეხბურთით დაინტერესებაზე? დიახ, ე.წ საფეხბურთო ბუმი დიდ როლს თამაშობს ახალგაზრდა თაობის ფეხბურთით დაინტერესებაში, თუმცაღა დღევანდელობის პრობლემა სწორედ, რომ არსებული ინტერესის გაღვივებასა და განვითარებაშია, რადგან აქამდე არ არსებობდა შესაბამისი გარემო პირობები პატარა ასაკობრივი გუნდებისთვის და ჩვენ უკვე ვცვლით ამ მოცემულობას.

 სად ვარჯიშობს გუნდი და გაქვთ თუ არა რაიმე ხელშეწყობა ფედერაციის მხრიდან?

სამწვრთნელო-სავარჯიშო კომპლექსის შერჩევა საკმაოდ რთული პროცესი იყო. საბოლოოდ არჩევანი შევაჩერეთ ბენზეს უბანში, თამარ მეფის N1 -ში არსებულ ბაზაზე. საკუთარი სახსრებით მოვიზიდეთ ინვესტიცია, განვაახლეთ შენობა-ნაგებობა, სტადიონი და ნაწილობრივ ხელოვნური საფარი. მოვაწყვეთ სანიაღვრე სისტემები და შევიტანეთ სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების სავარჯიშო აღჭურვილობა. ვინაიდან პანდემიიდან გამომდინარე ვართ რეგისტრაციის დასრულების მოლოდინში, მოცემულ მომენტამდე, ფედერაციის ან/და აჭარის ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის მხარდაჭერას ადგილი არ ქონია, თუმცა სამომავლოდ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება გრძელვადიანი და ნაყოფიერი.

მომიყევით თქვენს სამომავლო გეგმებზე ?

„ბათუსი“-ს სამომავლო გეგმები გავაერთიანეთ ჩვენს დევიზში – „ცვლილებების დროა“ წინ დიდი და შრომატევადი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ რაც მთავარია, გვაქვს ნება, რომ ვთქვათ ახალი სიტყვა და დავწეროთ ახალი ისტორია.

ჩვენი მხრიდან წარმატება გვინდა ვუსურვოთ “ბათუს”_ს სამომავლო გეგმებში

Total Page Visits: 515 - Today Page Visits: 1
Click to comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Facebook

სარეკლამო ადგილი


ჩვენი პარტნიორები